საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული სტრატეგია 2050

საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული სტრატეგია 2050

13 July 2023

2023 წლის 24 აპრილს, საქართველოს მთავრობამ მიიღო თავისი პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ხელს უწყობს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას 2023-2025 წლებისთვის და საქართველოს  კლიმატგონივრული განვითარების საგზაო რუკის დახვეწას.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმების ძირითად პრინციპებს და მორგებულია საქართველოს რეალობაზე. დოკუმენტი ემსახურება სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების შესაძლებლობების გამოვლენას და იმ პრიორიტეტული ზომების აღწერას, რომლებიც უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ნარჩენების მართვაში, მიწათსარგებლობასა და ტყის მართვაში.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში წამყვანი როლი შეასრულა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკვანძო საჯარო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

სტრატეგიის შემუშავების პროცესს მხარს უჭერდნენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი რეგიონული ინიციატივის, EU4Climate, ფარგლებში. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობამ უზრუნველყო ის აუცილებელი რესურსები, ტექნიკური დახმარება და საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელიც ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებას სჭირდებოდა.

Document Type
Sustainable Development Goals