საქართველოს მზაობის შეფასება ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ

საქართველოს მზაობის შეფასება ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ

18 October 2022

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს კვლევას, რომელიც აფასებს რამდენად შეესაბამება საქართველოში არსებული პოლიტიკის ჩარჩო ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პოლიტიკას და რა არის ის ძირითადი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს.

დოკუმენტი მოიცავს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების საკვანძო მიმართულებების შესაბამის ქართული პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზსა და არსებულ ნაკლოვანებებს.
ნაკლოვანებების ანალიზს ავსებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. კვლევაში ასევე წარმოდგენილია ინდიკატორები მწვანე შეთანხმების ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს პროგრესის შეფასებაში დაეხმარება.

პუბლიკაცია მომზადებულია ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.