გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები. 2021

გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები. 2021

17 March 2022

წინამდებარე ანგარიში კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე საზოგადოებას, გენდერული თანასწორობისა სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ. 

მასში მიმოხილულია 2017-2021 წლებში მიღებული კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები, რომელთა მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა უფლებების დაცვა როგორც  შრომის ბაზარზე, ისე ჯანდაცვის, საჯარო რეგისტრაციისა და სხვა სფეროებში. ანგარიშის მიგნებები ხელს შეუწყობს გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებას და არსებული ხარვეზების გამოსწორებას. 

ანგარიშის მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. მათ შორისაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში; ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI); დიდი ბრიტანეთის მთავრობა; და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

დოკუმენტი ეყრდნობა 2018 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევას, რომელშიც შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და მოყვანილია რეკომენდაციები გასატარებელი რეფორმების თაობაზე.