საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში

მიმოხილვა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტს უფრო ეფექტურად წარმოადგინოს მოქალაქეთა ნება, გაამარტივოს კანონშემოქმედებითი პროცესი და გააძლიეროს კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. წინამდებარე პროექტი ხელს უწყობს პარლამენტის თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან და მხარს უჭერს საზოგადოებრივ დიალოგს ევროპულ ინტეგრაციაზე.

რას ვაკეთებთ

  • პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელბა.
  • პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
  • საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.
  • საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.
  • მაღალი რანგის საერთაშორისო მრჩეველების მოწვევა. 
  • პარლამენტის კომიტეტების შესაძლებლობების გაზრდა საკანონმდებლო და სამეთვალყურეო სფეროებში.
  • პარლამენტის როლის გაძლიერება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მათ შორის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შესაბამისი რეფორმების შესახებ. 

შედეგები

  • შემუშავდა და პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცდა პარლამენტის 2016-2018 წლების ინსტიტუციური რეფორმის გეგმა. გეგმის 20 სტრატეგიული ამოცანიდან 16 წარმატებით განხორციელდა. ასევე მომზადდა პარლამენტის 2019-2020 წლების ინსტიტუციური რეფორმის გეგმის პროექტი.
  • წარმატებით განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა.
  • შემუშავდა და პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცდა 2017 წლისა და 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმები.
  • შეიცვალა პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრუქტურა, რომელსაც დაემატა ახალი საპარლამენტთაშორისო განყოფილება.
  • ჩატარდა საჭიროებების კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები პარლამენტის კვლევითი სერვისების რეფორმირების მიზნით.
  • შემუშავდა და განხორციელდა საორიენტაციო პროგრამა ახლად არჩეული პარლამენტარებისათვის.
  • პარლამენტის ექვსმა დარგობრივმა კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა მრავალწლიანი სამოქმედო გეგმები, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ექცევა. ეს კომიტეტებია: აგრარულ საკითხთა კომიტეტი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტი; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
  • პარლამენტის ათი დარგობრივი კომიტეტისათვის შემუშავდა მონიტორინგისა და შეფასების გეგმები.
  • შემუშავდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორი კონცეფცია: საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა და საქართველოში შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების ხედვა.
  • შემუშავდა სახელმძღვანელო პარლამენტის კომიტეტების აპარატისთვის.
  • მომზადდა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შემუშავების გზამკვლევი.
  • ჩატარდა ტრენინგები პარლამენტის თანამშრომლებისათვის ეფექტური ფინანსური ზედამხედველობის საკითხებზე.
  • შემუშავდა და პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.
  • გაიზარდა პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესაძლებლობები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით ტრენინგების, სასწავლო ვიზიტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის ჩატარების გზით.
  • ჩატარდა ყოველწლიური ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელთა სამიზნე აუდიტორიას ახალგაზრდობა წარმოადგენდა - 1,000-ზე მეტი სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის საქალაქო თამაშებში, საპარლამენტო დებატებსა და უნივერსიტეტების შეხვედრებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფალიაშვილის ქ. 15ა
თბილისი 0179 საქართველო
+995 32 2990280

საქონტაქტო პირები

სოფო გურული
პროექტის მენეჯერი
sophie.guruli@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

 

Impact

START DATE

August 2009

END DATE

December 2020

STATUS

დასრულებული

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO Parliament

DONORS

EUROPEAN COMMISSION

GEO-GOVERNMENT

GOVERNMENT OF SWEDEN

NLEVD International

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$4,760,543

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2012$260,494

2013$332,011

2014$997,927

2015$1,001,373

2016$66,601

2017$294,595

2018$838,294

2019$506,828

2020$362,775

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: