დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. რეფორმა მიზნად ისახავს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ყველა სოციალური და ეკონომიკური ჯგუფების - კაცების, ქალების, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინებას.

რას ვაკეთებთ

პროექტი მხარს უჭერს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • პოლიტიკური და ინსტიტუციური სტრუქტურების გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით.
  • ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება.
  • მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
  • საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს პარლამენტთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALA), საჯარო სამსახურის ბიუროსთან, სამი სამიზნე რეგიონის - ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ბიზნესთან.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ყაზბეგის გამზირი 12
თბილისი 0176 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნინო კაკუბავა
პროექტის მენეჯერი
nino.kakubava@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

 

Impact

START DATE

April 2018

END DATE

December 2023

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

Min. of Reg. Devlpm. & Infra

DONORS

DANISH GOV/MIN of FOREIGN AFF

GEO-GOVERNMENT

MPTF-UN COVID-19 Response Rcvy

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$4,392,065

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2018$435,528

2019$788,574

2020$1,086,871

2021$563,824

2022$858,935

2023$594,014

2024$26,908

Full Project information