საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საჯარო დისკუსიათა ციკლს იწყებენ

24 April 2023
Human Rights Talks

საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მოხარულები არიან დაიწყონ საჯარო დისკუსიათა ციკლი „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

ციკლის პირველი შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 28 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ  მუზეუმში (ივანე ჯავახიშვილის ქ. 7, თბილისი). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

პირველი დისკუსიის თემაა „ადამიანის უფლებები, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი“. მომხსენებელი: ლევან ბერძენიშვილი

ღონისძიებას გახსნიან გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში გუნდის ხელმძღვანელი აგატა ნიებოი.

შეხვედრების ციკლი „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა სოციალური და გენდერული თანასწორობა, გარემოსდაცვითი სამართალი, შრომითი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. დისკუსიებში ჩაერთვებიან უფლებადამცველები, პოლიტიკის შემქმნელები, სტუდენტები, მკვლევარები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხ ვა დაინტერესებული პირები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/41R1orX 

მედიას ვიწვევთ დასასწრებად:

პარასკევს, 28 აპრილს, 19:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. 7, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია: