გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახური ხსნის პირველ მობილურ საკონსულტაციო ცენტრს საქართველოში

16 October 2023
Mobile Legal Clinic in Georgia

იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი

ფოტოს წყარო: იურიდიული დახმარების სამსახური

18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში (დავით აღმაშენებლის გამზ. #140ა, თბილისი), გაიმართება იურიდიული დახმარების სამსახურის პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრის წარდგენა, რომელიც გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა. 

მობილური საკონსულტაციო ცენტრი შორეული სოფლებისა და რთულად მისადგომი რეგიონების მოსახლეობას მოემსახურება. მობილურ იურიდიულ დახმარებას მიიღებენ მაღალმთაში ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანები, სადაც ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრები ჯერ არ გახსნილა. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მობილური იურიდიული დახმარების გუნდი თავის პირველ მოგზაურობაში, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ზემო ნიქოზში გაეშურება.

ღონისძიებას დაესწრებიან:
  • პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში
  • ანნა ჩერნიშოვა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში 
  • დავით სიმონია, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი
დამატებითი ინფორმაცია:

იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერა ეყრდნობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მართლმსაჯულებაზე წვდომისა და მედეგობის გაზრდას ემსახურება. 1.62 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ნინო ჩუტკერაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, +995 577 400675 nchutkerashvili@legalaid.ge