აუნაზღაურებელი შრომის გავლენა ეკონომიკაზე

სტუდენტური ესეების კონკურსი

8 November 2023
Megi Surmanidze, Student, Winner of the UNDP and Sweden Essay Contest on Care Economy

მეგი, სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჟვებული.

გაეცანით სხვა ბლოგებს ამავე თემაზე:
ზრუნვის ეკონომიკა, სოციალური როლები და სტატისტიკა

თანამედროვე სამყაროში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ზრუნვის ეკონომიკის არასრულფასოვნება სახელმწიფოების პოლიტიკის დონეზე, სუსტია ბერკეტები, რომლებითაც თანასწორად უნდა განხორციელდეს ოჯახებზე ზრუნვის პოლიტიკა. პოლიტიკის აუცილებელი პირობაა მისი მოქნილობა და გენდერული მგრძნობელობა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ყურადღების კრიზისის წინაშე დგას საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფუნქციების სიმრვალის და  სოციალური პასუხისმგებლობების თვალსაზრისით მენტალურად და უფლებრივი თვალსაზრისით დაჩაგრულია. როდის გადაწყვიტა საზოგადოებამ, რომ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა ოჯახზე ზრუნვა, მუშაობა ანაზღაურების გარეშე თან ისე, რომ მათ სამუშაოს არ ეწოდებოდეს სამსახური? არ საჭიროებდეს დაფასებას როგორც ,,საუკეთესო თანამშრომელი’’? ზრუნვის კრიზისი ასეთი სახელწოდებითაა განხილული სახელმწიფოს და ეკონომიკის სისტემის დონეზე ფლოროს (2012)  ზრუნვის თეორია და პრობლემა, რომლებიც რამდენიმე ასპექტში ვლინდება: 

  • გაზრდილი ეკოლოგიური კრიზისი ზრდის ზრუნვის დატვირთულობას და  მის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში და სოფლებში.
  • პრობლემის წინაშე დგას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ორმაგად უფრო რთული მოვალეობების, გაზრდილი სამუშაო საათების პირობებში უწევთ საქმის შესრულება. 

იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენება, რომელიც თავის მხრივ მშპ–ზეც აისახება მნიშვნელოვანია განვიხილოთ საზოგადოების იმ ნაწილის პრობლემები, რომლებიც გარკვეული საოჯახო უთანასწოროდ გადანაწილებული პასუხისმგებლობების და აუნაზღაურებელი შრომის გამო რჩებიან შემოსავლებს მიღმა, წარმოადგენენ დაკარგულ რესურსს ქვეყნისთვის და შრომის ბაზრისთვის. საზოგადოებრივი განვითარების რეპორტის მიხედვით ქალებს საშინაო საქმისა და მოვალეობის  საშუალოდ ნახევარზე მეტი აკისრიათ, განვითარებული სახელმწიფოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 51%–ს შეადგენს ხოლო განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში 53%–ს. გაეროს 2009 წლის რეპორტის მიხედვით ქალების მიერ გაწეული შრომა,  აუნაზღაურებელი ზრუნვა და მათ მიერ  შესრულებული საქმე არ არის აღიარებული და ითვლება უმნიშვნელო საქმიანობად, განსხვავებით მამაკაცების მიერ შესრულებული სამუშაოსგან, რომელიც ოჯახში შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ბებიები და ზრუნვის ეკონომიკა  

საქართველოში განსაკუთრებით მაღალია ბებიების ჩართულობისა და ზრუნვის მოცულობა შვილიშვილების აღზრდის პროცესში, ამ მოცულობის ზრდადობას ძიძებისადმი უნდობლობაც განაპირობებს და ფინანსების დაზოგვის მოტივიც. 

სხვადასხვა პრაქტიკის და კვლევის მიხედვით შვილიშვილების ქცევა უმჯობესდება ბებიასთან ხშირი კომუნიკაციის დროს. ევროპის ჯანდაცვისა და მოხუცებულთა საჭიროებების კვლევის ორგანიზაციამ, დაადგინა ქვეყნების მიხედვით იმ ბებიების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც რეგულარულად უვლიან შვილიშვილებს, ქალებისა და ბებიების დამოკიდებულება შვილების აღზრდის ან დიასახლისობის ფუნქციის ხანგრძლივად შეთავსების თვალსაზრისთ.

ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ მიმდინარეობს, არის განსხვავებები ასევე საკითხის გააზრებისა და შეფასების ნაწილში, მდედრობითი სოციუმის წევრები, მათ შორის ხანდაზმულები ჩინეთში ფიქრობენ, რომ საუკეთესო ზრუნვა შვილისა თუ შვილიშვილისთვის კარგი შემოსავლის გამომუშავება და მისი საშუალებით განათლების მიცემაა, შესაბამისად ჩინელი ქალების 62% მაღალი შრომის უნარიანობით გამოირჩევიან და შრომის ბაზარზე აქტიურად ზრდიან დასაქმების სტატისტიკას.

ქალების დასაქმებას ხელს უშლის სოციუმში დამკვიდრებული არასწორი შეხედულებები, რომ მამაკაცები სამსახურში გაცილებით უკეთესი თანამშრომლები და ლიდერები არიან ვიდრე ქალები. გვერდს ვერ ავუვლით საზოგადოებაში არსებულ უჩინარ ბარიერებს, რომელიც ქალების კარიერულ წინსვლას და დაწინაურებას მნიშვნელოვნად აფერხებს. სხვაგვარად ეს პროცესი შეიძლება ავხსნათ ,,შუშის ჭერის’’ თეორიით, რომელიც პირველად 1986 წელს გამოიყენეს, შუშის ჭერი ანუ უხილავი ბარიერები, რომლებსაც საზოგადოება ქმნის, არასწორი შეხედულებებით და სტერეოტიპებით სოციალური როლების, პასუხისმგებლობების და გენდერული შესაძლებლობების შესახებ.

განათლება და ჯანდაცვა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისათვის  

ზრუნვის ეკონომიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მოქალაქეების ჯანდაცვასა და  განათლებაზე ზრუნვაც. ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენენ ოჯახის წევრები, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონენი არიან, საჭიროებენ შესაბამის მოვლას, მკურნალობას, შესაბამისს სასწავლო პროგრამებს და ინკლუზიური განათლების სისტემას,”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს მიიღოს განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. ასეთ ბავშვზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს”. 

საგანმანათლებლო პრაქტიკაში, ზოგიერთ სახელმწიფოს კერძო სასწავლო დაწესებულებებში ხშირია შემთხვევები როდესაც სტანდარტულ სასწავლო პროგრამას ინკლუზიური მოსწავლეები გადიან, აქ რამდენიმე პრობლემატური ასპექტი იკვეთება: 

  • პირველი ასპექტი დაკავშირებულია სასწავლო დაწესებულების მიერ მოსწავლეების მიღება–მონიტორინგის არასწორ სისტემასთან.
  • მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი დაკავშირებულია ინკლუზიური მოსწავლეების იმ გარემოცვაში ყოფნასთან, სადაც ისინი მათი განსხვავებულობის გამო შესაძლოა გახდნენ ბულინგის მსხვერპლი ობიექტები.
  • დამატებითი შრომის გაწევის თვალსაზრისით აუნაზღაურებელი შრომის სახით ყურადღების მიღმა რჩება მასწავლებლების მიერ გაწეული შრომა, რომლებიც მუშაობენ როგორც ინკლუზიურ ასევე არაინკლუზიურ მოსწავლეებთან.
  • ინკლუზიური მოსწავლეები საჭიროებენ სპეციალურ სასწავლო პროგრამას, მათზე მორგებულ სასწავლო განრიგს, გაკვეთილების სიხშირეს. 
  • აუნაზღაურებელი ზრუნვაა და შრომა ოჯახის წევრების ძალისხმევა, დახარჯული ენერგია სპეციალური საჭიროებების მქონე წევრების მოვლის, გადაადგილების, საყოფაცხოვრებო  და სწავლების პროცესში.
დასკვნები 
  • ქალების მიერ ოჯახზე გაწეული შრომა და ზრუნვა არ ანაზღაურდება მიუხედვად იმისა, რომ ქალები ამ საქმეებზე კვირაში საშულოდ 45 საათს ხარჯავენ, მათთვის ამ ფუნქციების შესრულებას ეკონომიკური და მორალური სარგებელი არ მოაქვს. 
  • პრობლემას წარმოადგენს როლებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები, სტერეოტიპული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით  თუ რა არის ქალის და მამაკაცის საქმე, რამდენად ნორმალურია ქალის საოჯახო საქმეებისთვის თავგანწირვა, საოჯახო საქმეების ქალის საქმეებად აღქმა, ქალისთვის თანდაყოლილ პასუსიხსმგებლობში მიწერა დ სხვა. 
  • აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა რეფორმებისა და სოციალური პროგრამების სახით, რომლებიც შეამცირებს  ქალთა შრომითი და ფინანსური რესურსების დანაკარგს ქვეყნისთვის.
  • სახელმწიფო უნდა ეწეოდეს ინკლუზიური მოსწავლეების შესაბამისი განათლების პროგრამებით უზრუნველყოფას.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. თ. პაჭკორია, ს. მაზმიშვილი: ,,ინკლუზიური განათლება, მოსწავლე ოჯახი და სკოლა’’.
  2. პროექტი “კავკასიის სუბ-რეგიონული შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზია” ჯეოველი, 2014.
  3. საქართველოს განათლების სამინისტრო: ,,ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში’’2013.
  4. Grandparents caring for their grandchildren: Findings from the 2004 Survey of Health, Ageing, and Retirement in Europe. Floro, Maria S. 2012. “The Crises of Environment and Social Reproduction: Understanding their Linkages,” Working Paper, American University, Department of Economics, Washington, D.C. 
  5. Haider, H. 2012. PNPM/Community-Driven Development in Indonesia. GSDRC Helpdesk Research Report. Birmingham: Governance and Social Development Resource Centre, University of Birmingham.
  6. How many grandparents are there in the world?, D, Alburez-Guitirrez, 2023; The economist.
  7. Morrison A. (1987) Breaking the Glass Ceiling, Reading, MA: Addison Wesley. 
  8. Unemployment rate for females, 2021 - Country rankings  1991–2021, The World Bank.
  9. (UNDP) 01 Policy Brief ISSUE OCTOBER 2009 UNPAID CAre WOrk Gender Equality and Poverty Reduction.
სტუდენტური ესეების კონკურსი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.