საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების (BAT) წახალისება საქართველოში და კერძო სექტორის როლი. 2026
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების (BAT) წახალისება საქართველოში და კერძო სექტორის როლი. 2026
16 აპრილი 2026
წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების (BAT) დანერგვის ხელშეწყობის შესაძლებლობებს “სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონის შესაბამისად. ევროკავშირის გამოცდილებაზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დოკუმენტი განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ, ფინანსურ და ინსტიტუციურ მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია სამრეწველო პროცესში BAT-ის დანერგვის ხელშესაწყობად.
დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია მიზნობრივი რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობისა და დიალოგის წასახალისებლად და თავის მხრივ უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და საქართველოს მდგრად განვითარებას .
ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელშეწყობით ერთობლივი პროექტის “ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად“ ფარგლებში.