საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი

საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი

21 April 2021

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია კლიმატის ცვლილების გავლენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს, მოწყვლად სექტორებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ასევე გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე და რესურსებზე როგორიცაა: ტყე, ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები, მიწისქვეშა წყლები და სანაპირო ზონა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ა.შ. დოკუმენტში ასევე ასახულია არსებული ინიციატივები და საჭიროებები, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, მათი გათვალისწინებით დაგეგმოს კონკრეტული პროექტები თუ პროცესები.

ანგარიში ასევე მოიცავს ინფორმაციას როგორც იმ სათბურის აირების შესახებ, რომლებიც არ რეგულირდება "ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმით", ასევე "კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის" განხორციელებისათვის ქვეყნის მიერ გადადგმული ან დაგეგმილი ნაბიჯების ზოგად აღწერას.

ანგარიში მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით პროექტის "გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება" ფარგლებში.