Borjomi Forest

პროექტი

სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა

მიმოხილვა 

წინამდებარე პროექტმა ხელი შეუწყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შედეგად განადგურებული ბორჯომის ტყის ეკოსისტემის აღდგენას და წაღვერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინებას. 

ტყის აღდგენასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გარემოსდაცვითი განათლების, ბიოფერმერობისა და ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც საგრძნობლად აისახა წაღვერის მუნიციპალიტეტისა და ბორჯომ-ხარაგაულის რეგიონის მდგრად განვითარებაზე.

პროექტი განხორციელდა 2012-2015 წლებში, საქართველოს, ფინეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივითა და ფინათის მთავრობის 1.2 მილიონი ევროს დაფინანსებით.

პროექტის განხორციელებაში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელმძღვანელობდა, აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, წაღვერის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი სკოლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.    

შედეგები

ტყის აღდგენა

  • ტყის აღდგენა განხორცილდა 80 ჰექტარზე.
  • სულ დაირგო ფიჭვის, ნაძვის, სოჭის, მუხის, იფნის, ნეკერჩხლის, პანტას, კაკლისა და მაჟალოს 120,000 ნერგი.
  • ტყის აღდგენით სამუშაოებზე დასაქმდა 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი და 15 იძულებით გადაადგილებული პირი.

გარემოსდაცვითი განათლება

  • ბორჯომის, ახალდაბისა და წაღვერის სკოლებში გაიხსნა ახალგაზრდული ეკო-კლუბები, რომელთა მუშაობაში 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
  • 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში და რეინჯერულ საქმიანობაში.
  • 120 ახალგაზრდა გაემგზავრა საზაფხულო ეკო-ბანაკებში, რომლების ურეკში, ლაგოდეხში, ქობულეთსა და წყალტუბოში გაიმართა.
  • წაღვერის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბორჯომ-ხარაგაული ეროვნულ პარკში გაშენდა ვერტიკალური ბაღები.
  • ჩატარდა ახალგაზრდული კონფერენციები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების თემაზე.
  • გამოიცა გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.
  • განხორციელდა საპილოტე ახალგაზრდული პროგრამები წყლის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში.
  • 50-ზე მეტი ახალგაზრდული საგანმანათლებლო ინიციატივა აქტიურად გაშუქდა ცენტრალურ და ადგილობრივ მედიაში.

გარემოსადმი მეგობრული სოფლის მეურნეობა

  • წაღვერში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრი, ვეტერინარული ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია, რომელთა მომსახურებით 100-ზე მეტი ფერმერი სარგებლობს.
  • 87-მა შინამეურნეობამ მიიღო საკონსულტაციო და ტექნიკური ხელშეწყობა ბიო-ფერმერობის განვითარებისთვის.
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები განახლდა 25 ჰექტარ მიწაზე, რომელიც 15 წლის მანძილზე სტაგნაციაში იმყოფებოდა.
  • მოსავლიანობა გაიზარდა 20-20 პროცენტით, ხოლო ფერმერთა შემოსავალი 25 პროცენტი.
  • სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის განვითარების მიზნით, შეიქმნა სამი ფერმერული კოოპერატივი.

ენერგოეფექტურობა და სანიტარია

  • წაღვერის საჯარ სკოლასა და ბიბლიოთეკაში განახლდა თბოიზოლაცია და გათბობის სისტემები.
  • წაღვერის საბავშვო ბაღში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი და ეკო-ტუალეტი.
  • ეკო-ტუალეტები გადაეცა შვიდ ადგილობრივ ოჯახს.

კატასტროფათა რისკის შემცირება

  • კატასტროფათა მართვის გეგმები შემუშავდა წაღვერის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სოფლებისთვის.
  • რამდენიმე სამიზნე სოფლისთვის შემუშავდა კატასტროფების პროფილები და სამოქმედო გეგმები.
  • ჩატარდა კატასტროფათა რისკის შემცირების ტრენინგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თემების წარმომადგენლებისთვის.

ეკო-ტურიზმი

  • წაღვერში გაიხსნა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.
  • 100 კილომეტრზე მოინიშნა ექვსი ახალი ტურისტული ბილიკი.
  • ადგილობრივმა გიდებმა გაიარეს პროფესიული გადამზადება და ტრენინგი.
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტთან და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო"-სთან თანამშრომლობით დაიწყო წაღვერის პარკის რეაბილიტაცია.

80

ჰექტარი

აღდგენილი ტყე

25

ჰექტარი

აღდგენილი სავარგული

120,000

ნერგი

ეკოსისტემის აღდგენისთვის

700

მოსწავლე

ჩაერთო გარემოსდაცვით განათლებაში

100

ფერმერი

ჩაერთო ბიო-ფერმერობაში

100

კმ

ახალი ტურისტული ბილიკები

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

გაეროს სახლი
რ. ერისთავის ქუჩა 9
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი

ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

Impact

START DATE

March 2010

END DATE

December 2015

STATUS

დასრულებული

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

GOVERNMENT OF FINLAND

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,534,682

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2012$184,755

2013$426,837

2014$701,324

2015$167,433

Full Project information