ახალგაზრდული ფორუმი ხაზს უსვამს ახალგაზრდების გადამწყვეტ როლს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობისა და გაძლიერების პროცესში

გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის ხელშეწყობით, 2023 წელს საქართველოში ოთხი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

13 July 2023
Youth Forum in Tbilisi
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

13 ივლისს, თბილისში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდების როლი ეთნიკური უმცირესობების ჩართულობისა და გაძლიერების პროცესში“. ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP), ნორვეგიის მთავრობისა და ევროკავშირის ხელშეწყობით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან “წითელი ხიდი” და “ახალი აზროვნების ინსტიტუტი” თანამშრომლობით. ფორუმის მუშაობაში ჩაერთო 100-ზე მეტ ახალგაზრდა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. 

ახალგაზრდულ ფორუმის მონაწილეებს მიესალმა ნიკ ბერესფორდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის საკვანძო მნიშვნელობას ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების განვითარებისთვის.

ფორუმის მონაწილეებისთვის მოხსენებები გააკეთეს ჯეიჰუნ მუჰამედალიმ, ორგანიზაციის „წითელი ხიდი“ ხელმძღვანელმა, და ქამრან აფანდიევმა, ორგანიზაციის “ახალი აზროვნების ინსტიტუტი” ხელმძღვანელმა. 

გაიმართა მსჯელობა იმ ბარიერების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა და იდეები საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების ცვლილებასთან დაკავშირებით და ერთმანეთს წარმატების ისტორიები გაუზიარეს. 

ფორუმზე ასევე გაიმართა სერტიფიკატების გადაცემა „წითელი ხიდის“ საზოგადოებრივი განვითარების სკოლის წარმატებული მონაწილეებისთვის.

ახალგაზრდული ფორუმები მომავალშიც გაგრძელდება. სულ, ნორვეგიისა და UNDP-ის ხელშეწყობით 2023 წლის ბოლომდე, ოთხი ფორუმი გაიმართება.

###

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის 4 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსებით. LEAD  ხელს უწყობს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და საზოგადოებრივ ცვლილებებს, რომლებიც უმცირესობათა უფლებების დაცვას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას უზრუნველყოფენ და ქმნიან თანამშრომლობის პლატფორმას საჯარო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

LEAD პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციასთან, მათ შორის ორგანიზაციებთან „წითელი ხიდი“ და “ახალი აზროვნების ინსტიტუტი”. UNDP-სა და ნორვეგიის ხელშეწყობით, აღნიშნული ორგანიზაციები ახორციელებენ სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისა პროგრამებს ახალგაზრდებისთვის, ხელს უწყობენ დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სათემო ცენტრების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.

###

 საკონტაქტო ინფორმაცია: