მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

ანნა ჩერნიშოვა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში

ანნა ჩერნიშოვა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მენეჯერია გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) 16-წლიანი თანამშრომლობის გამოცდილებით.

წარმოშობით ბელარუსიდან, საქართველოში ჩამოსვლამდე ანნა ასრულებდა ქვეყნის მენეჯერის მოვალეობებს გაეროს გაერთიანებულ წარმომადგენლობაში სოლომონის კუნძულებზე, ხოლო მანამდე უძღვებოდა მრავალმხრივ და კომპლექსურ პროგრამებს ბელარუსში (2020-2011), ყირგიზეთში (2011-2014), UNDP-ის ბანგკოკის რეგიონულ ჰაბში (2014-2017) და UNDP-ის წყნარი ოკეანეს ოფისში ფიჯიზე (2017-2019).

ანნა საქმიანობა უკავშირდებოდა ისეთ მწვავე საკითხებს, როგორიცაა ადამინებისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგის აღმოფხვრა, საზღვრის მართვა და ჩერნობილის კატასტროფის შედეგების დაძლევა. გლობალურ ფონდთან თანამშრომლობით ანნა ასევე აქტიურად იყო ჩართული აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაძლევის პროგრამებში.   

2010 წელს ანნა მსახურობდა UNDP-ის რეგიონულ ბიუროში პროგრამების სპეციალისტის თანამდებობაზე. ამ დროის მანძილზე მან მონაწილეობა მიიღო შეფასებისა და ხელშეწყობის მისიებში ლატვიაში, ყაზახეთში, იამაიკასა და აღმოსავლეთ ტიმორში.

გაეროში მუშაობის დაწყებამდე ანნა იყო პროგრამის მენეჯერი ეუთოს ბელარუსის ოფისში. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების მართვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიზაციისა და არჩევნების ხელშეწყობის საკითხებში.

ანნა ჩერნიშოვა დიპლომირებული იურისტი და მენეჯერია. მან მიიღო იურისტის ხარისხი ბელარუსის მართვის აკადემიაში და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (გერმანია).