მომავლის მშენებლობა: საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისა და უკრაინელი მოქალაქეების სტარტაპ საწარმოების შეფასება. 2026

Ukrainian refugee-led business venture in Georgia

Evaluation report. English

pdf (1MB)

გადმოტვირთვა

მომავლის მშენებლობა: საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისა და უკრაინელი მოქალაქეების სტარტაპ საწარმოების შეფასება. 2026

14 აპრილი 2026

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს საქართველოში ლტოლვილებისა და უკრაინელი მოქალაქეებისთვის გაწეული ბიზნეს მხარდაჭერის შეფასებას. ანგარიში ეყრდნობა სამი საგრანტო ციკლის (2023–2025) ფარგლებში მხარდაჭერილი 84 ბიზნეს წამოწყების მონაცემებს და ასახავს შედეგებს მათი ეფექტურობის, დასაქმებისა და სოციალური გავლენის მიმართულებით.

ძირითადი მიგნებები:

  • 84 დაფინანსებული ბიზნესიდან, 73 (87%) აგრძელებს ფუნქციონირებას
  • დაფინანსებულ ბიზნესებში დასაქმებულია 175 ადამიანი, მათ შორის 32 უკრაინელი ლტოლვილი და 41 ქალი
  • 93%-მა განაცხადა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
  • 81% არ განიხილავს საქართველოდან წასვლას
  • 81% დადებითად აფასებს მიღებულ მხარდაჭერას მაღალი კმაყოფილებით

პუბლიკაცია მომზადებულია CARE Caucasus-ის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის ხელშწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“.