სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020-2025

სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020-2025

6 July 2020

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხუთწლიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რომელიც მოიცავს ხუთ ძირითად პრიორიტეტს:

  • მედიატორის პროფესიის განვითარება
  • მედიატორთა განათლება
  • სასამართლო მედიაციის ხელშეწყობა
  • მედიაციის განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა
  • ორგანიზაციული განვითარება

დოკუმენტს თან ახლავს მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო კომპონენტს მედიატორის პროფესიის დაუფლების მსურველებისთვის და შედგება სამი ნაწილისგან:

  • მედიაციის / მედიატორის ტრენინგი (არანაკლებ 60 საათისა)
  • მედიატორობის მსურველი პირის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმება
  • მედიატორობის მსურველი პირის მიერ რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარება

სასერტიფიკატო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტრენინგის ჩატარების უფლების მოპოვებას დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ.

დოკუმენტები მომზადებულია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.