საქართველოს შერჩეულ რეგიონებში Growth Hub-ის შექმნის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა
საქართველოს შერჩეულ რეგიონებში Growth Hub-ის შექმნის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა
29 March 2021
წინამდებარე პუბლიკაციაში მოცემულია Growth Hub-ის სტრუქტურის, სერვისების მახასიათებლების, მართვის მოდელისა და სამოქმედო გეგმების მიმოხილვა. კონცეფციის სამიზნე რეგიონია სამეგრელო-ზემო სვანეთი.
Growth Hubs-ის კონცეფცია შემუშავდა დიდ ბრიტანეთში მოქმედი საუკეთესო პრაქტიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 150 ბიზნესის წარმომადგენლის გამოკითხვის, რეგიონში კერძო სექტორის განვითარების დონის შეფასებისა და ადგილობრივ დონეზე ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებებისა და მოლოდინების კვლევის საფუძველზე.
პუბლიკაციაში ასევე შეჯამებულია Growth Hub-ის ფუნქციები და უპირატესობები, ჰაბის მოწყობისა და მართვის პრინციპები არა მხოლოდ სამიზნე, არამედ სხვა რეგიონებში Growth Hub-ის გამარტივებული დანერგვის ხელშესაწყობად.
პუბლიკაცია მომზადებულია დამოუკიდებელი ექსპერტის თორნიკე ჩხაიძის და სააქციო საზოგადოება SavvY-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით.