ნახშირბადის მარაგი და წყლის ბალანსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. 2014

ნახშირბადის მარაგი და წყლის ბალანსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. 2014

1 თებერვალი 2016

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მრავალფეროვანი კლიმატური ზონებით ხასიათდება, რომელთა შორისაა უდაბნო, ნახევრად-უდაბნო, სტეპი, არიდული მეჩხერი ტყეები და ფოთლოვანი ტყე.

ნახევრად-უდაბნოს ტერიტორია საძოვრებისათვის ინტენსიურად გამოიყენება, თუმცა გადაძოვება კვლავ გამოწვევაა როგორც ეკო-სისტემისთვის, ასევე ადგილობრივი ფერმერებისათვის.

2013-2018 წლებში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, რეგიონული Clima East ინიციატივის ფარგლებში ხელს უწყობდნენ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე არსებული საძოვრების აღდგენას, ნიადაგის დეგრადაციის შემცირებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

წინამდებარე კვლევა, რომელიც ამ დახმარების ფარგლებში განხორციელდა, საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას ისახავდა მიზნად:

  • ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ნახშირბადის მარაგების განსაზღვრა.
  • ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება.
  • საძოვრების წყლის ბალანსის მოდელირება.