საფრთხეების შეფასების, მოდელირებისა და რუკების შედგენის მეთოდოლოგიები. 2021

საფრთხეების შეფასების, მოდელირებისა და რუკების შედგენის მეთოდოლოგიები. 2021

19 November 2021

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები მოიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექვსი კატასტროფის - გვალვის, თოვლზვავის, მეწყერის, ღვარცოფის, ქარიშხლისა და სეტყვის მოდელირებისა და რუკების შედგენის მეთოდოლოგიას. პუბლიკაციები ეფუძნება საფრთხის მოდელირებისა და რუკების შედგენის საუკეთესო საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი პრაქტიკის დეტალურ კვლევასა და შედარებით ანალიზს, და  აღნიშნული კატასტროფების მოდელირების, რისკის რუკების და საფრთხის მონიტორინგის სფეროებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს.

მეთოდოლოგიები აღწერს საფრთხის მოდელების პროცესს, რაც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს, მეტი ინფორმაცია მიიღონ აღნიშნულ სისტემაზე და განიხილონ მისი საქართველოში დანერგვის სარგებელი.

პუბლიკაციები მომზადდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან (NEA) პარტნიორობით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დახმარებით.