რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილების შესახებ. 2020

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილების შესახებ. 2020

11 February 2021

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს კლიმატის ცვლილების შესახებ.

კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა.

ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა 97.6%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ.
  • მოსახლეობის 91.35% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პროცესია, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე.
  • რესპონდენტების 25.9% თვლის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების მართვას საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ.
  • გამოკითხულთა უმრავლესობა (57.9%) მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი და შეიარაღებული კონფლიქტები.
  • მოსახლეობის 36.19% თვლის, რომ ვერაფერს გააკეთებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად (მათ შორის, ქალები: 41.4% კაცები: 30.1%).
  • გლობალურ დათბობა და გვალვები (96.11%), ბუნებრივი კატასტროფები (92.84%) და
  • მყინვარების დნობა და ოკეანეებში ყინულის ფენების შემცირება (91.83%) წარმოადგენს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს საქართველოს მოსახლეობის აზრით.
  • გამოკითხულთა 86.7%-მა იცის, რომ ენერგოეფექტურობის ზომებს გატარების შედეგად მისი ხარჯები შემცირდება, ხოლო 7.9% თვლის, რომ ენერგოეფექტურობის ზომებს გატარების შედეგად მისი ხარჯები არ შეიცვლება.

კვლევა ჩატარდა კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში.