კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება

კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება

15 June 2020

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება საერთაშორისო კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები“ მეთოდოლოგიას და განხილულია რესპონდენტების მხრიდან აღქმისა და ქცევების ცვლილების დინამიკა 2013 წლის შემდეგ, როდესაც IMAGES-ს საქართველოში პირველად გამოქვეყნდა.

კვლევა მომზადებულია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

ძირითადი მიგნებები:

  • ქალების 63% და კაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია გენდერულ თანასწორობას
  • საქართველოში ქალებს მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ კარიერაში, ვიდრე კაცებს
  • საქართველოს მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული კარიერა
  • საქართველოში კაცების ¾ ამბობს, რომ მათთვის მისაღები იქნებოდა, მათი უფროსი ქალი რომ ყოფილიყო
  • საქართველოს მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყანას სიკეთეს მოუტანს
  • საქართველოს მოსახლეობის 39% თვლის, რომ კაცები ქალებზე უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან