საქართველო - ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის ყველაზე წარმატებული ქვეყანა

გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკომისიის ხელშეწყობით, საქართველო ეკო-სისტემების ფინანსური მართვას აუმჯობესებს

Posted 28 June 2019

იმიჯი: თბილისის ზოოპარკი

საქართველო გლობალური ინიციატივის „ბიოფინი“ პირველი ფაზის (2016-2019) ყველაზე წარმატებულ ქვეყანაა.

ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკომისიის მიერ წამოწყებული გლობალური პარტნიორობაა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს ბიომრავალფეროვნებისა და ეკო-სისტემების ფინანსური მართვის საკითხებში ეხმარება. 

საქართველოში ბიოფინის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული  სახელმწიფო ბიუჯეტი 720 ათას ლარამდე გაიზარდა და ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმა დამტკიცდა.

ქვეყანამ ასევე მოამზადა ეკო-ტურიზმის  განვითარების სტრატეგია ბორჯომის სატყეო უბნისთვის და დაიწყო თანხების მოზიდვა გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა ენდემური ჯიშების გადასარჩენად.

ბიოფინის განხორციელებაში ჩართულმა ორგანიზაციებმა და უწყებებმა ინიციატივის ეს სამწლიანი შედეგები 2019 წლის 26 ივნისს შეაჯამეს.

საკონტაქტო ინფორმაცია