UNDP და ნორვეგია იწვევენ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად
განაცხადების მიღება: გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შემოდგომის სკოლა
16 ოქტომბერი 2026
განაცხადების მიღება: გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შემოდგომის სკოლა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ნორვეგიის მხარდაჭერით, იწვევს 18–24 წლის ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
შემოდგომის სკოლაში მონაწილეები გაეცნობიან გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირს და სამართლის უზენაესობის მნიშვნელობას. პროგრამა შეეხება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ორჰუსის კონვენციას, გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ბიზნესის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში, მდგრად განვითარებასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებითა და ადამიანის უფლებებით.
როდის გაიმართება სკოლა
შემოდგომის სკოლა გაიმართება 2026 წლის 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
ინფორმაცია სკოლის ჩატარების ადგილის შესახებ შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ მოგვიანებით.
მონაწილეთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს დაფარავს პროგრამა.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი: https://forms.gle/JhDxDcWxS6EdHPQm9
განაცხადების შეფასების შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ გასაუბრება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, UNDP დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 ოქტომბერი.