რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე

რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე

28 February 2024

წინამდებარე ანგარიში „რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე“ წარმოგვიდგენს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს საქართველოში. 

კვლევა მიმოიხილავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოსაზრებებს მათი სამუშაო პირობების შესახებ, შეისწავლის საჯარო მოხელეთა აღქმებსა და დამოკიდებულებებს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და გამოავლენს არსებულ გამოწვევებს საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობისა და საჯარო სექტორში არსებული მიდგომებისა და პრაქტიკის მხრივ.

კვლევის მიგნებები ეფუძნება საქართველოს 103 საჯარო დაწესებულებაში ჩატარებულ რაოდენობრივ გამოკითხვასა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1,162 საჯარო მოხელე და ჩატარდა 20 ჩაღრმავებული ინტერვიუ.

კვლევა ჩატარდა „გამოყენებითი კვლევების კომპანიის“ (ARC) მიერ დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის მხარდაჭერით.


მთავარი მიგნებები:
 

• რესპონდენტთა აზრით, ყველაზე ხშირად საქართველოში ირღვევა თანასწორობის (40%), ჯანსაღ გარემოში ცხოვრების (32%), სიცოცხლის (31%), პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის (25%) და პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის (25%) უფლებები. 

• რესპონდენტები ყველაზე დაუცველ ჯგუფებად მიიჩნევენ ლგბტქ+ თემს (45%), ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაოზე დასაქმებულებს (44%) და მარტოხელა დედებს (32%). 

• საჯარო მოხელე კაცების 58% და ქალების 44% მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა საქართველოში, ძირითადად, უკვე მიღწეულია.

• საჯარო მოხელე კაცების 30% და ქალების 16% მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები. 

• საჯარო მოხელე ქალების 66%-ისა და კაცების 43%-ის აზრით, ქალებს, კაცებთან შედარებით, მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ კარიერული წინსვლისთვის.

• საჯარო მოხელე კაცების 36% და ქალების 83% თვლის, რომ მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის. 

• გამოკითხული რესპონდენტების 83% ფიქრობს, რომ შშმ პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და შშმ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევას. 

• ათიდან ოთხი გამოკითხული(41%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ „საქართველოში შშმ პირთა დისკრიმინაცია გავრცელებული პრობლემაა“ .

• რესპონდენტთა 44% თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობები საჯარო სამსახურში დასაქმების პრობლემებს არ აწყდებიან, 24%-ის აზრით კი ასეთი პრობლემა არსებობს.

• დებულებას, რომ „ლგბტქ+ ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფია, რომლის წევრებიც ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი“, ეთანხმება ქალების 33% და კაცების 27%.

• გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ყოვლისმომცველი განათლება სექსუალობის შესახებ სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ამ დებულებას თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 87% ეთანხმება.

• რესპოდენტთა 21%-ის აზრით, სახელმწიფო სათანადოდ  არ რეაგირებს ლგბტქ+ თემის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე.ხოლო 38% თვლის, რომ სახელმწიფოს რეაგირება სათანადოა (მათ შორის ქალების 34% და კაცების 46%). 

• საჯარო მოხელეთა შორის ქალების 50% და კაცების 36% ეთანხმება დებულებას, რომ „აბორტი ქალის უფლებაა“.

• გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ყოვლისმომცველი განათლება სექსუალობის შესახებ სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ამ დებულებას თბილისში მცხოვრებ რესპონდენტთა 87% ეთანხმება.

• ადამიანის უფლებებზე ინფორმაციის მისაღებ სანდო წყაროდ რესპონდენტები, პირველ რიგში, მიიჩნევენ სახელმწიფო დაწესებულებებს (78%), საერთაშორისო ორგანიზაციებსა (73%) და სახალხო დამცველს (71%). გამოკითხულთა ნაკლები ნაწილი ენდობა სოციალურ მედიას (42%), პოლიტიკოსებსა (39%) და ტელევიზიას (38%).