ჭკვიანი სოფლის შესაძლებლობები საქართველოსთვის

ჭკვიანი სოფლის შესაძლებლობები საქართველოსთვის

22 July 2021

წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს ჭკვიანი სოფლის კონცეფციას, მის სტრატეგიას და შესაძლო პრიორიტეტებს. პუბლიკაციაში განხილულია ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების შესაძლებლობები, რაც ცხოვრების მაღალი სტანდარტის, მოქალაქეებისთვის მიწოდებული საჯარო სერვისების, რესურსების უკეთ გამოყენების, გარემოზე ნაკლები ზეგავლენის და სასოფლო ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში პროდუქტებისა და გაუმჯობესებული პროცესების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ნაშრომი მოიცავს ევროკავშირის ქვეყნების ინსპირაციულ გამოცდილებას და საქართველოში განხორციელებულ ინიციატივებს.

პუბლიკაცია მომზადებულია ექსპერტის, გიორგი ციმაკურიძის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.