სოფლად დისტანციური მუშაობის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა

სოფლად დისტანციური მუშაობის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა

29 October 2021

წინამდებარე პუბლიკაცია მოიცავს კვლევის შედეგებს, რომლის მიზანია სოფლად დისტანციური შრომის ბაზრის მოთხოვნის შეფასება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დისტანციურ დასაქმების ხელშეწყობა.

2021 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, ჩატარდა დისტანციური შრომის ბაზრის კვლევა, რომელმაც გამოავლინა ყველაზე მოთხოვნადი კვალიფიკაციები დისტანციური სამუშაოსთვის. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1,000-ზე მეტი საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანია საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში.

 ძირითადი მიგნებები:

  • იმ კომპანიების წილი, რომლებიც საერთოდ არ იყენებდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმს პანდემიამდე პერიოდში, 87.6%-დან შემცირდა 29.6%-მდე პანდემიის დროს.
  • ბიზნესკომპანიებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ კვირაში დისტანციურად ნამუშევარი დღეების საშუალო რაოდენობამ 0.7 დღე შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი განათლების სექტორში 4.0 დღეს, ხოლო ჯანდაცვის სექტორში – 0.2 დღეს გაუტოლდა.
  • დისტანციურად კვირაში 1.8 დღეს მუშაობდნენ მენეჯერები, 1.3 დღეს – მაღალი კვალიფიკაციის, ხოლო 0.2 დღეს – საშუალო კვალიფიკაციის პერსონალი.
  • დისტანციურ მუშაობაში ჩართულობის თვალსაზრისით, ტოპ 15 პროფესიაში მხოლოდ მენეჯერებისა და სპეციალისტ-პროფესიონალების ჯგუფები შედიოდნენ. 
  • ყველაზე გავრცელებული დისტანციურად მომუშავე პროფესია იყო ბუღალტერი.
  • კომპანიების 37% დადებითად აფასებს დისტანციურ მუშაობას.
  • პანდემიის შემდგომ პერიოდში, დისტანციური მუშაობის რეჟიმის გარკვეული მასშტაბით შენარჩუნებას კომპანიათა 26.3% გეგმავს.

კვლევა მომზადდა პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის მიერ (PMCG) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.