საჯარო მოხელის აღქმები საჯარო სამსახურში დავის პრევენციისა და გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებზე

Georgian

pdf (1MB)

Download

საჯარო მოხელის აღქმები საჯარო სამსახურში დავის პრევენციისა და გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებზე

8 June 2021

წინამდებარე კვლევა შეისწავლის საჯარო მოხელეების ცოდნას, დამოკიდებულებას და ქცევას საჯარო სამსახურში დავების პრევენციის და ალტერნატიული გადაჭრის მექანიზმების მიმართ. რაოდენობრივი კვლევა ემყარება სამინისტროებში, სასამართლოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ 637 საჯარო მოხელის გამოკითხვას ონლაინ ანკეტირებით.  

ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა 50 პროცენტს არ სმენია საჯარო სამსახურში დავის შესახებ.
  • საჯარო მოსამსახურეთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში დავის მიზეზი არის რეორგანიზაცია, 14 პროცენტი - შესრულებული მოვალეობები, ხოლო 11 პროცენტი ფიქრობს, რომ დავა ხდება საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების შედეგად.
  • გამოკითხულთა 57 პროცენტი თვლის, რომ მედიაცია და არბიტრაჟი დავის მოგვარების უფრო ეფექტური მექანიზმია, ვიდრე სასამართლო.
  • 82 პროცენტი ამბობს, რომ დავების ალტერნატიული გადაწყვეტა უფრო იაფია.
  • 68 პროცენტის აზრით, ალტერნატიული მექანიზმი უფრო სწრაფია.
  • 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის უფრო არაფორმალური და კონფიდენციალურია.

კვლევა ჩაატარა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ურჩუხიშვილმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით.