საქმისწარმოება სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომიტეტებში

ქართულად

pdf (1MB)

Download

საქმისწარმოება სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომიტეტებში

21 December 2021

წინამდებარე პრაქტიკული სახელმძღვანელო მიმოიხილავს სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომიტეტებში საჩივრის შეტანისა და შემდგომი საქმისწარმოების სამართლებრივ და პროცედურულ ასპექტებს. მასში ასევე განხილულია ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, და აღსრულების პროცესში მომჩივნისა და მისი წარმომადგენლის როლი.

სახელმძღვანელოს მიზანია საქართველოში მოღვაწე ადვოკატებისა და იურისტების კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს პრაქტიკოსებს სათანადოდ აწარმოონ დავა საერთაშორისო ორგანოების წინაშე.

სახელმძღვანელო შექმნილია განათლების ევროპული ცენტრის მიერ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.