პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო. 2019

პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო. 2019

4 March 2020

წინამდებარე სახელმძღვანელო ადგენს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტებს და წარმოადგენს პოლიტიკის შემქმნელებისთვის დამხმარე მეთოდოლოგიურ გზამკვლევს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.

დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას, ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივის, SIGMA-ს (მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მხარდაჭერა) საჯარო მმართველობის ევროპულ პრინციპებსა და „საჯარო მმართველობის რეფორმისა და სექტორული სტრატეგიების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ინსტრუმენტს“.

სახელმძღვანელოს თან ახლავს დანართები, რომლებშიც წარმოდგენილია პოლიტიკის ციკლის ყველა ეტაპზე დამხმარე დეტალური ინსტრუქციები და შესაბამისი შაბლონები.

დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთი მთავრობის ხელშეწყობით მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.