ოზონის შრე და მისი დაცვა

ოზონის შრე და მისი დაცვა

24 January 2018

„ოზონის შრე და მისი დაცვა“ წარმოადგენს ოზონის შრის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის საფუძვლიან განხილვას. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი და პროფესიული განათლების სასწავლებლების სტუდენტებისათვის და ზოგადი საგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის. წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე საინტერესოა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის.

ნაშრომში განხილულია ძირითადი ცნებები ოზონის, ოზონის შრისა და მისი როლის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში, გაანალიზებულია ოზონის წარმოქმნისა და დაშლის მექანიზმები ატმოსფეროში, ნაჩვენებია ოზონის განაწილება ატმოსფეროს სხვადასხვა შრეში და დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონში.

წიგნში ასევე განხილულია საერთაშორისო შეთანხმებები, რომელიც ოზონის შრის დაცვას უკავშირდება, საქართველოს ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობა.

გარდა ამისა, გამოცემაში მიმოხილულია ოზონდამშლელი ნივთიერებები, მათი კლასიფიკაცია, ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივები და ბუნებრივი მაცივარაგენტები, და ოზონდამშლელი ნივთიერებების უტილიზაციის თანამედროვე მეთოდები.

„ოზონის შრე და მისი დაცვა“ გამოიცა 2017 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის (MLF) ხელშეწყობით.