მუნიციპალური შეფასების ანგარიშები

მუნიციპალური შეფასების ანგარიშები

14 February 2022

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები წარმოადგენს მუნიციპალური შეფასების ანგარიშებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების გამოწვევების გამოვლენა და სოფლის მხარდამჭერი ინტეგრირებული სერვისების უზრუნველსაყოფად შესაფერისი აქტივობების განსაზღვრა რვა სამიზნე მუნიციპალიტეტში: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლაგოდეხი, ქედა, ყაზბეგი და ხულო.

ანგარიშები მოიცავს თემატურ პრიორიტეტებს როგორებიცაა ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო. პუბლიკაციებში ასევე მოცემულია გამჭოლი პრიორიტეტები - ინფრასტრუქტურა, უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებები და კავშირები სოფელსა და ქალაქს შორის. თითოეული თემატური პრიორიტეტი მოიცავს არსებული სიტუაციის და ძირითადი პრობლემების ანალიზს და შესაძლო ინტერვენციების შეჯამებას.

ინიციატივა განხორციელდა ENPARD-ის პროექტის „საქართველოში სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ ფარგლებში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.