მითები და რეალობა ვაქცინაციის შესახებ

მითები და რეალობა ვაქცინაციის შესახებ

20 September 2021

წინამდებარე ბროშურების ნაკრები მოიცავს სწორ და სანდო ინფორმაციას ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ, რომლის მიზანია მოსახლეობაში გავრცელებული მითების გაქარწყლება.

პუბლიკაციები მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მათი ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ‘ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და შვეიცარიის ხელშეწყობით.

კამპანია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რეგიონულ ხელისუფლებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.