ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები

9 August 2021

წინამდებარე პუბლიკაციების ნაკრები მოიცავს მზის ენერგიაზე მომუშავე  წყლის და ჰაერის გამათბობლების დეტალურ აღწერას, ინფორმაციას თბოიზოლაციის მნიშვნელობის და ამ ტექნოლოგიების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლის შესახებ.

ბროშურები მომზადებულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN- ის მიერ ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით ქედის, ხულოს, ახალქალაქის, ბორჯომის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის სამიზნე მუნიციპალიტეტში.

პუბლიკაციები შექმნილია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.