აგრარულ სექტორში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული აგრობიზნესების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

აგრარულ სექტორში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართული აგრობიზნესების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

3 December 2021

კვლევაში მოცემულია აგრარულ სექტორში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი (CBA). დოკუმენტში შეფასებულია პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მხრიდან სტუდენტების სამუშაო პრაქ­ტიკაში გაწეული დანახარჯები და მიღებული სარგებელი.

კვლევის პროცესში, 2020 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში გამოიკითხნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები (მეფუტკრეობა, მე­ბაღეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, ხორცპროდუქტების წარმოება და ა.შ.). ეს ის სექტორებია, სადაც სტუდენტებმა გაიარეს სამუშაო პრაქტიკა. გამოვლინდა ხარჯები, რომლებსაც გასწევს აგრობიზნესი თითოეულ სტუდენტზე და ის შედარდა იმ სარგებელთან, რომელსაც აგრობიზნესები სტუდენტების პროდუქტიულობით იღებენ.

დოკუმენტი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.