საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მათი საქმიანობის განმტკიცებისა და მდგრადი ინსტიტუციური განვითარების მიზნით

საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მათი საქმიანობის განმტკიცებისა და მდგრადი ინსტიტუციური განვითარების მიზნით

მიმოხილვა

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველო მმართველობის ახალ სისტემაზე გადავიდა და 2018 წლის ბოლოსთვის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. შედეგად, გაიზარდა საქართველოს პარლამენტის როლი, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც უფრო მეტად ანგარიშვალდებული გახდა საკანონმდებლო შტოს წინაშე. პარლამენტის რეგლამენტის რეფორმით კიდევ უფრო გაფართოვდა საპარლამენტო ფუნქციები და დაინერგა ახალი და ეფექტური მექანიზმები პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად. ახალი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ საქართველოს პარლამენტს მისი ინსტიტუციური ფუნქციონირებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე ახალი მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით. ახალი ინიციატივა აგრეთვე მხარს უჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, მისი ინსტიტუციური ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით.

ინიციატივა ემყარება EU-UNDP-ის იმ შედეგებს, რომლებიც მიღწეულ იქნა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს პარლამენტის მუშაობაში არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოფხვრას.

პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და თანამშრომლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფართო  საზოგადოებასთან. ინიციატივა ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) პარტნიორობით.

რას ვაკეთებთ

პარლამენტში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და კანონშემოქმედებითი პროცესების გაძლიერება:

  • ეფექტური პოლიტიკისა და კანონშემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის მიზნით, საპარლამენტო კომიტეტებისა და თემატური მომხსენებლების საქმიანობის მხარდაჭერა.
  • პარლამენტის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი გარდაქმნა კვლევით და ანალიტიკურ ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარლამენტში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებასა და საკანონმდებლო პროცესებში.

საპარლამენტო ზედამხედველობის შესაძლებლობების ზრდა:

  • თემატური მოკვლევებისა და ნორმატიული აქტების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესების ხელშეწყობა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებზე.
  • უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება.
  • პარლამენტსა და დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.

საპარლამენტო პროცესებში საჯარო ჩართულობის გაძლიერება წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მეშვეობით:

  • საკანონმდებლო ღიაობის რეფორმებისა და პარლამენტის ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერა.
  • საზოგადოების ცნობიერების ზრდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ.
  • საქართველოს საშუალო სკოლებისთვის სამოქალაქო განათლების მოდულის 'პარლამენტი ბავშვებისთვის'  შემუშავება.

საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური ეფექტიანობის გაუმჯობესება:

  • ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობის მიმოხილვა და X მოწვევის პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა.
  • პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგების მიმოხილვა და დოკუმენტის შემდგომი გაუმჯობესება.
  • საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების საორიენტაციო პროგრამის შემუშავება 2020 წლისთვის.
  • ბიზნესის უწყვეტობის მართვის (BCM) სისტემისა და შესაძლებლობების განვითარება პარლამენტში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური საქმიანობის გაძლიერების მხარდაჭერა

  • საბჭოს ინსტიტუციური განვითარების ჩარჩოსა და შესაძლებლობების გაუმჯობესება.
  • საბჭოს საქმიანობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება საბჭოს ღიაობის აქტივობებში ეფექტური ჩართულობის მიზნით.

მოსალოდნელი შედეგები

  • გაძლიერებულია პარლამენტის საქმიანობა ახალ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, გაუმჯობესებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და კანონშემოქმედებითი პროცესები, გაზრდილია მთავრობის ანგარიშვალდებულება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა საპარლამენტო საქმიანობაზე.

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა გაუმჯობესებულია და ღია მმართველობის პრინციპები ინსტიტუციონალიზებულია მის საქმიანობაში.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი
რუსთაველის გამზირი 8
საქართველოს პარლამენტი
თბილისი 0118

საკონტაქტო პირები

სოფო გურული
პროექტის მენეჯერი
sophie.guruli@undp.org

თანანა ბაღათურია
ფინანსური ასისტენტი
tanana.baghaturia@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org