გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში

გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ინფორმაციის მართვის კოორდინირებული ეროვნული სისტემის შექმნა

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფორნდი (GEF) მხარს უჭერენ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში რიოს სამი კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოების საკითხები. 

ჩვენი მიზანია გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვისა და მონიტორინგის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს სამინიტროებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას და გარემოსდაცვითი საკითხების ეფექტურად გადაჭრას. 

რას ვაკეთებთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი ხელშეწყობა ხორციელდება შემდეგი ორი ძირითადი მიმართულებით: (1) გარემოსდაცვითი ინფორმაციის  მართვისა და მონიტორინგის კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბება და (2) სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ტექნიკური და მმართველი პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა მონაცემთა შეგროვებასა და  ანალიზში. 

მოსალოდნელი შედეგები

  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა ეროვნულ პოლიტიკაში, რაც საშუალებას მისცემს  საქართველოს შეასრულოს თავისი საერთაშორისო გარესმოდაცვითი ვალდებულებები რიოს კონვენციების მოთხოვნების თანახმად.
  • გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის გაზრდა. გარესმოდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება. 
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ტექნიკური და მმართველი პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება. 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები
ნინო გვაზავა
პროექტის მენეჯერი
nino.gvazava@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org