ხო მივდივართ არჩევნებზე?

UNDP და შვედეთის მთავრობა იწყებენ სასწავლო პროგრამას ახალბედა ამომრჩევლებისთვის

8 August 2021

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, იწვევს 18-21 წლის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან პროგრამაში „ხო მივდივართ არჩევნებზე?“ მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან სერტიფიცირებულ ტრენინგს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები, ადამიანის უფლებები, ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები/ტრენინგები და გააძლიერონ თანატოლები.

როგორ ჩავერთო?

2021 წლის 16 აგვისტომდე, გამოგვიგზავნე:

  • რეზიუმე/CV
  • სამოტივაციო წერილი ან ვიდეო მიმართვა

საკონტაქტო პირი:

ხატია ქარდავა, UNDP, khatia.kardava@undp.org