საქართველოს რეგიონები ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს უმკლავდებიან

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი დუშეთის მერს შეხვდა

17 December 2021

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს.

მრავალმხრივი და კომპლექსური დახმარება, რომელსაც UNDP ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას სთავაზობს, განვითარების საკვანძო სფეროებს მოიცავს. მათ შორისაა ადგილობრივი ადმინისტრაციების ტექნიკური უზრუნველყოფა, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური განვითარებს მხარდაჭერა. UNDP-ის დახმარების შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობა, შეიქმნება მეტი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და შემცირდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხე.

UNDP-ის მხარდაჭერა მის სხვადასხვა მიმდინარე პროგრამას ეყრდნობა, რომლებიც ავსტრიის, დანიის, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების, ევროკავშირისა (EU) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით ხორციელდება.

16 დეკემბერს, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დუშეთის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ და ახლად არჩეულ მერს, მანანა ნარიმანიძეს, შეხვდნენ. მანანა ნარიმანიძე ერთ-ერთია იმ სამ ქალს შორის, რომელთაც 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მერის უფლებამოსილება მიიღეს.

დუშეთში ვიზიტისას, ნიკ ბერესფორდი და მზია გიორგობიანი ადგილობრივი თვითმმართველობისა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დუშეთის მოსახლეობამ დაესწრო საინფორმაციო შეხვედრას „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელიც UNDP-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინიციატივით, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში გაიმართება.  

„კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას. დუშეთის ერთ-ერთია იმ სამ მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ადგილობრივ არჩევნებში ქალმა გაიმარჯვა. დუშეთის არჩეულ მერს, მანანა ნარიმანიძეს, გაეროს განვითარების პროგრამა მრავალმხრივ ხელშეწყობას სთავაზობს - ციფრული ტექნიკას, ტრენინგს და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ჩვენი მხარდაჭერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტს კორონავირუსთან ბრძოლაში დავეხმაროთ და ვაქცინაციის კამპანია გავააქტიუროთ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

საქართველოს 48 მუნიციპალიტეტი, მათ შორის დუშეთი,  შედის ევროკავშირის რეგიონულ ქსელში „მერები ეკონომიკური განვითარებისთვის“ (M4EG). ევროკავშირისა და UNDP-ის ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მმართველობის ინოვაციური მიდგომები დაინერგება, ხოლო მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და ადგილობრივი მოსახლეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების შესაძლებლობებით ისარგებლებს.

გარდა ამისა, UNDP-ის მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ციფრულ გარდაქმნასთან დაკავშირებული ინიციატივები განხორციელდება. UNDP-ის სწრაფი დაფინანსების ფონდის მეშვეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე გადაეცა კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები. UNDP ხელს შეუწყობს ქალებისა და ახალგაზრდების განათლებას STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) და ICT (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) მიმართულებით. მაღალმთაში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის მიზნობრივი ინიციატივები განხორციელდება, რომლებიც ციფრული თანასწორობის დაცვას შეუწყობს ხელს.

იმის გათვალისწინებით, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და დასახლებების 95 პროცენტი მაღალმთაში მდებარეობს, გაგრძელება რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება, და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები დანიის მთავრობის დაფინანსებით.      

მომავალი თვეების მანძილზე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ საჭიროებებს, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ, UNDP-ის დახმარების პრიორიტეტებს განიხილავს.

საკონტაქტო ინფორმაცია