პარტნიორები
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან განვითარების ციკლის ყველა ეტაპზე - პროექტის დაგეგმარებიდან მის განხორციელებასა და შეფასებამდე.
საქართველოს მთავრობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით UNDP ხელს უწყობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, პოლიტიკის შემუშავებას, თანასწორ ეკონომიკურ ზრდას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
UNDP-ის თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან - არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიური ინსტიტუტებთან და მედიასთან, განპირობებულია ჩვენი საერთო ღირებულებებით და საქართველოს ეროვნული პრიორიტეტებით, ხოლო კერძო სექტორთან - საჯარო-კერძო პარტნიორობის ინტერესებით.
UNDP ასევე აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სააგენტოებთან, დონორებთან და განვითარების სფეროს სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან.