ადმინისტრაციული ინოვაცია? UNDP-ში ეს შესაძლებელია!

UNDP-ის ექსპერიმენტები კლიენტების სწრაფი და მარტივი მომსახურეობისთვის

18 May 2018

UNDP საქართველოს გუნდი. ფოტოს ავტორი: UNDP

ჩვენი ექსპერიმენტების მიზანია უფრო სწრაფი და ეფექტური მომსახურეობის მიწოდება ჩვენი კლიენტებისათვის, უპირველეს ყოვლისა ჩვენი პროგრამებისა და პროექტების თანამშრომლებისათვის. ინოვაციური მიდგომები ფინანსებისა და ადამიანური რესურსების მართვაში და ბიუჯეტების ადმინისტრირებაში ნიშნავს ნაკლებ ბიუროკრატიას და განვითარების პროგრამების უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას.

2007 წლიდან დღემდე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობამ შექმნა და დანერგა გადახდებისა და ხელფასების ავტომატური გადარიცხვის სისტემები, ბილინგისა და ფინანსური მართვის სისტემა, ავტომატური ინვენტარიზაცია.

ამ, პირველი შეხედვით ძალზე სპეციფიურ და ვიწრო გამოყენების მომსახურებას, უდიდესი წვლილი შეაქვთ ჩვენი პროგრამების წარმატებაში. ბევრი ასეთი სისტემა დაინერგა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებში.

წაიკითხეთ ბლოგში

ავტორების შესახებ

ქეთი უკლება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრაციის უფროსია

დავით იოსელიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ანალიტიკოსია

ხათუნა სანდროშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციების სპეციალისტია