მუდმივი წარმომადგენელი

ნიკ ბერესფორდი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

ნიკ ბერესფორდი განვითარების გამოცდილი პროფესიონალია, რომელიც 20 წელზე მეტია მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში.

2021 წლის სექტემბერში, ნიკ ბერესფორდი სათავეში ჩაუდგა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობას. მანამდე იგი მსახურობდა კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალისა და აღმოსავლეთ ტიმორში, ასევე გაეროს სათაო ოფისში ნიუ იორკში (აშშ).

ნიკ ბერესფორდს აქვს განვითარების ეკონომიკის ხარისხი სასექსის უნივერსიტეტისგან (გაერთიანებული სამეფო). ასევე აქვს ხარისხი აუდიტსა და ფინანსურ მენეჯმენტში და ინგლისურ ლიტერატურაში.