გაეროს გლობალური კონკურსი გამოავლენს მდგრადი განვითარების ადგილობრივ ინიციატივებს, რომლებიც უკეთესობისაკენ შეცვლიან მსოფლიოს

30 იანვარი 2014

22 იანვარი 2014.ნიუ იორკი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გამოცხადდა ეკვატორის პრემიის 2014 წლის რაუნდი. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ადგილობრივი ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ სიღარიბის აღმოფხვრას და, ამავე დროს, გარემოს კონსერვაციასა და მდგრად განვითარებას.

„ჩვენ ვეძებთ ახალ გადაწყვეტებს გარემოს დაცვისა და განვითარების საკითხებში. ისეთ გადაწყვეტებს, რომელთაც მოაქვთ რეალური შედეგი“, თქვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჰელენ კლარკმა. „სათემო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან გვთავაზობენ ინოვაციურ მიდგომებს გარემოს დაცვის, კლიმატის, სიღარიბის გამოწვევებთან გასამკლავებლად. გვსურს, რომ მათ ძალისხმევაზე მთელმა მსოფლიომ გაიგოს“.

კონკურსი უკვე 12 წელია არსებობს. ამ ხნის მანძილზე გამარჯვებულები 60 ქვეყნიდან გამოვლინდა. გამარჯვებულ იდეებს შორის იყო დაცული ტერიტორიების, სოფლის მეურნეობისა და ფერმერული კოოპერატივების, ცხოველთა დაცვის ინივიატივები. ასევე წყლის რესურსების მართვის, ტყის შენარჩუნებისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ორგანიზაციების ძალებით განხორციელდა.

ეკვატორის პრემია უნიკალური კონკუსია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს არა ინდივიდუალურ მიღწევებს, არამედ კოლექტიურ ქმედებას. კონკურსს მხარს უჭერენ ნორვეგიისა და კოსტარიკის ყოფილი ლიდერები -გროჰ არლემ ბრუტლანდი და ოსკარ არია, ფილანტროპები -ტედ ტერნერი და რიჩარდ ბრანსონი, მსახიობი ედვარდ ნორტონი, მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი.

2014 წლის ეკვატორის პრემია გადაეცემა 25 სათემო ორგანიზაციას მთელი მსოფლიოდან. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს, ხუთი მათგანი დაჯილდოვდება „სპეციალური აღიარებით.’’

გამარჯვებული სათემო ორგანიზაციები ასევე მიიღებენ მონაწილეობას სათემოების შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ნიუ იორკში, 2014 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეისა და კლიმატის სამიტის ფარგლებში.  

ეკვატორის პრემიის წლევანდელი თემაა- კლიმატი და ადგილობრივი ძალისხმევა.

ეკვატორის ინიციატივა ეფუძნება თანამშრომლობას გაეროს, მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებებს, ბიზნესებს შორის, და ხელს უწყობს ადგილობრივ მიდგომებს მდგრადი განვითარების საკითხებში.

მეტი ინფორმაცია ეკვატორის პრემიის შესახებ იხილეთ ინციატივის ვებ გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

joseph.corcoran@undp.org, +1 646 781-4022

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158