ტყე მომავლისთვის

12 ნოემბერი 2013

image ფინეთის ელჩი - ქრისტერ მიხელსონი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, და გაეროს განვითარებს პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, მონაწილეობას იღებენ ხეების დარგვაში. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

ბორჯომის ხეობაში დაიწყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად განადგურებული ტყეების აღდგენა. წიწვოვანი და შერეული ტყის საფარის აღდგენა განხორციელდება 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე, სადაც დაირგვება 22,500 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.

ინიციატივა ხორციელდება საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს 2013 წლის სექტემბრიდან. 120 ათასი კვადრატული მეტრი გაიწმინდა დამწვარი ხის ნარჩენებისა და ბუჩქებისგან,  ხოლო ნიადაგი მომზადდა ნერგების დასარგავად.  ამ დროისთვის უკვე დარგულია 17 ათასი ნერგი და დათესილია 60 კგ თესლი. 

12 ნოემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას ესტუმრნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, გაეროს განვითარებს პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, ფინეთის ელჩი საქართველოში - ქრისტერ მიხელსონი, და  ბორჯომის გამგებელი - დიმიტრი ბერიძე. სტუმრები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და წიწვონი ხეების ძირები დარგეს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge; 577 293979

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158