გაეროს დღე 2013

23 ოქტომბერი 2013

image

თბილისი. 2013 წლის 23 ოქტომბერი  – 24 ოქტომბერს გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აღნიშნავს გაეროს დღეს. დაგეგმილია რიგი ღონისძიებებისა, რომელთა მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გაეროს საქმიანობის ზოგიერთ ძირითად ასპექტზე.

კერძოდ, გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები უნარშეზღუდულ პირთა უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე; საინფორმაციო სესიები და კონფერენციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის; გაეროს მოდელირების სესიები მშვიდობისა და განვითარების საკითხებზე სტუდენტებისათვის. ასევე იგეგმება გაეროს გლობალური კვლევის - MY World/ჩემი სამყარო საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების განხილვა საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მონაწილეობით.იხილეთ ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალი:

24 ოქტომბერი, 12:00 საათი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭააძის გამზ. 1, 1-ელი კორპუსი, აუდიტორია 107)
გაეროს გლობალური კვლევის - MY World/ჩემი სამყარო საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების განხილვა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბ-ნი დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, და ბ-ნი ვლადიმერ პაპავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

24 ოქტომბერი, 15:30 საათი,  ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (რუსთაველის გამზ. 6, თბილისი)
ახალგაზრდული კონფერენცია “მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია (ICPD) და ათასწლეულის განვითარების მიზნები: შედეგები და პრიორიტეტები საქართველოში

25 ოქტომბერი, 14:45 საათი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, თბილისი
დისკუსია - უნარშეზღუდულ პირთა უფლებები: გამოწვევები და პერსპექტივები

25 ოქტომბერი, 12:00 საათი, სასტუმრო Holliday Inn, თბილისი
ქვემო ქართლში ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთი გიოშვილი, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი: 995 32 251126, 599 532268 (მობ.), ketevan.ghioshvili@unic.org

 

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158