საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოში

7 ოქტომბერი 2013

image მარცხნიდან მარჯვნივ: ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჰანს პიტერ მარია ჰორბახი,ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი,ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი, ვიდას გედვილასი,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი,გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

ორშაბათს, 7 ოქტომბერს,ვილნიუსის სამიტამდე ორი თვით ადრე, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას, რომლის მიზანია ქვეყნის პროგრესზე მსჯელობა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

კონფერენციას დაესწრნენ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტების ლიდერები, საქართველოს მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობა, ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და პარლამენტის როლი ევროკავშირთან დაახლოების  საკითხებში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიდას გედვილასმა,
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს პიტერ მარია ჰორბახმა.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნიკოლოზ ნერგაძე, საქართველოს პარლამენტი, 593 116619, nergadze@gmail.com

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158