არჩევნები და მედია

3 ოქტომბერი 2013

image მარცხნიდან მარჯვნივ: ჰელგა პენდერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, UNDP საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ინიტა პაულოვიჩა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი

თბილისი. 3 ოქტომბერი 2013 – ოთხმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შუალედური ანგარიში.

3 ოქტომბრის პრეს კონფერენციაზე CRRC საქართველოსინტერნიუს-საქართველოს,სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI) მედია მონიტორებმა ისაუბრეს საპრეზიდენტო კანდიდატების მიუკერძოებელი, დაბალანსებული და ანალიტიკური გაშუქების საკითხებზე.

პრეს კონფერენციაზე ასევე გაიმართა განახლებული ვებ გვერდის www.mediamonitor.ge წარდგენა, რომელიც მეტ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მონაცემების ანალიზისა და საკუთარი ანგარიშებისა და დიაგრამების შექმნისათვის.

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მიმდინარეობს 2013 წლის მაისიდან ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

„მედია მონიტორინგი არის პოზიტიური ცვლილებების საწინდარი ქართულ მედიაში. ის ხელს უწყობს მედიის მხრიდან საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის ზრდას, დაახლოებას. ეს პროცესი, ასევე, მნიშვნელოვანია თვითონ მედიისთვის. მონიტორინგი იძლევა სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციას, რაც პროფესიული და თავისუფალი მედიის განვითარებისთვის აუცილებელია,“ განაცხადა UNDP საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ინიტა პაულოვიჩამ.

მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას ორმოცამდე მედია საშუალებაში, მათ შორის ტელევიზიებში, რადიოში, გაზეთებსა და ინტერნეტ გამოცემებში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org  

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158