რატომ არის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიისთვის?

4 ივლისი 2013

image ხორბლის მოსავლის აღება დოესში, შიდა ქართლი. ივლისი 2009. ფოტო: დავით ხიზანიშვილი//UNDP

 

თბილისი. 4 ივლისი 2013 –  გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) წარადგინა რეგიონული კვლევის შედეგები, რომელიც ეფუძნება სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესწავლას აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.

კვლევა შესრულებულია საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა ჯგუფის მიერ გაეროს განვთარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.

კვლევის მიხედვით, რეგიონის სამივე სახელმწიფოსათვის სოფლის მეურნეობა ეკონომიკის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რასაც ოთხი ძირითადი მიზეზი განაპირობებს - დასაქმება, ზრდა, სიღარიბის შემცირება და საკვების უვნებლობა.   

კვლევაში მიმოხილულია და ერთმანეთთან შედარებულია სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, აგრეთვე შეფასებულია სოფლის მეურნეობის სავარაუდო წვლილი აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის განვითარებაში.

საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ფაქტორის განხილვასა და შეფასებას. მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკის, ბაზრისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის, პროდუქტულობის, ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და მიწის გამოყენების.

კვლევის შედეგების წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რუდოლფ შოხმა – , შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონულმა დირექტორმა, ინიტა პაულოვიჩამ – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ლიტა სურმავამ –  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, და ჯორჯ უელთონმა –  კვლევის წამყვანმა ავტორმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

სოფლის მეურნეობის შედარებითი კვლევა სამხრეთ კავკასიაში. 2013

კვლევაში მიმოხილულია სოფლის მეურნეობის მდგომარეობა აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
UNDP სოციალურ მედიაში