უმცირესობათა უფლებები საქართველოში

15 ივნისი 2013

image შეიხი ვაგიფ აქფეროვი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

თბილისი. 15 ივნისი 2013 – დღეს გაიმართა კონფერენცია საქართველოში ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს პარლამენტი.

გახსნით სესიაზე მონაწილეებს მიმართეს ჯეიმი მაკგოლდრიკმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და მანანა კობახიძემ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიში და იმსჯელეი ადამიანის ფუნდამეტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის  საკითხებზე.

უჩა ნანუაშვილმა - საქართველოს სახალხო დამცველმა, გააკეთა საქართველოში უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისისთ არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა, რასაც მოჰყვა გაერთიანებული დისკუსია, რომლის მოდერატორები იყვნენ გოგი გვახარია - რადიო „თავისუფლება“, და ნინო დანელია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907, (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

ნიკოლოზ ნერგაძე, საქართველოს პარლამენტი, 593 116619

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158