წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი

30 აპრილი 2013

image ბრიფინგი წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის დაწყების შესახებ. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

თბილისი. 30 აპრილი 2013 – მედია მონიტორინგის ყურადღების ცენტრში ამჯერად მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება მოექცა. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი დააკვირდება ორმოცამდე მედია საშუალებას, რომელთა შორის არიან ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიები, რადიო, გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, მონიტორინგს განახორციელებს ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ინტერნიუს-საქართველო, სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

მედია მონიტორინგის შედეგები განთავსდება ვებ გვერდზე: www.mediamonitor.ge და ფეისბუქზე:  www.facebook.com/mediamonitor.

30 აპრილს მედია მონიტორინგის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu