გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა

24 აპრილი 2013

image მარჯვნიდან მარცხნივ: მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე, და ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 24 აპრილი  2013 – საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იწყებს დისკუსიებს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 24-დან 26 აპრილამდე, პარლამენტის წევრები, სამინისტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავენ ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის წახალისების გზებს გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე და პოლიტიკაში.

ეს გულისხმობს ქალთა ძლიერ წარმომადგენლობას ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე ქვოტური სისტემის შემოღებას  არჩევით თანამდებობებსა და პოლიტიკური პარტიების სიებში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად. სამუშაო ჯგუფები ასევე იმსჯელებენ "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2014 – 2016  წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის" შემუშავებაზე.


ეს დისკუსიები ორგანიზებულია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" მხარდაჭერით.
დღევანდელ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის, პოლიტიკურ პარტიებისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პირველი შეხვედრა გახსნეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარემ მანანა კობახიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა უილიამ კარტიემ.
სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება 26 აპრილამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999(მობილური), maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907(მობილური),sophie.tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე, პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158
UNDP სოციალურ ქსელებში