ნოქალაქევში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

6 მარტი 2013

image ბაღის გახსნას წინ ბავშვების კონცერტი უძღვოდა. ფოტო: ცირა კაკუბავა/UNDP

ზუგდიდი. 6 მარტი 2013 – დღეს, 6 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მომსახურებითაც ორმოცზე მეტი ბავშვი ისარგებლებს. ბაღის აღსაზრდელთა დიდი ნაწილი დევნილი ოჯახებიდანაა.
საბავშვო ბაღის აშენება გადაწყდა სათემო შეხვედრებზე, რომელთა ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის, ნორვეგიის მთავრობისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

ნოქალაქევის საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თენგიზ ადამია.


UNDP დახმარებას უწევს სამეგრელოს რეგიონს 2010 წლიდან ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენს. UNDP-ის დახმარებით სარგებლობენ როგორც რეგიონში განსახლებული დევნილები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.


ეკონომიკის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაზრდის მიზნით UNDP ხელს უწყობს პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას.UNDP-ის ხელშეწყობით ფოთის, ხობის, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება სოციალური ინფრასტრუქტურის და სარეაბილიტაციო პროექტები - წყალმომარაგების სისტემის, საბავშვო ბაღების შენობებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.


გარდა ამისა UNDP-მ ხელი შეუწყო განვითარების გეგმების შემუშავებას 51 სათემოსა და სამი მუნიციპალიტეტისათვის - ხობის, სენაკისა და წალენჯიხის.


UNDP-ის ხელშეწყობით სამეგრელოს 80 ათასზე მეტმა მოსახლემ ისარგებლა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907,Sophie.Tchitchinadze@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე, პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 (32) 2251126 ext.158
UNDP სოციალურ ქსელებში